Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მარეკ ჰამშიკმა ნაპოლიში ფრანჩესკო კალცონას სამწვრთნელო შტაბში შესვლაზე უარი თქვა.
იწერებოდა, რომ ვალტერ მაძარის ნაცვლად მოსული მწვრთნელის დამხმარე ნაპოლის ექს-ფეხბურთელი გახდებოდა.
„კალცონას მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა შემოთავაზებისთვის. თუმცა, გონებრივად ჯერ არ ვარ მზად ნაპოლიში დასაბრუნებლად. წინ დიდი დრო მაქვს და ამ შესაძლებლობისთვის კარს ყოველთვის ღიას ვტოვებ.
მწვრთნელთან საუცხოო ურთიერთონა მაქვს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ნაპოლის მწვრთნელობა მისთვის ახდენილი ოცნებაა და ის სლოვაკეთის ფედერაციის მადლიერია, რომ ამაში ხელი არ შეუშალეს.
მაძარის გამო გულდაწყვეტილი ვარ, იმიტომ რომ მას ამ გუნდში დიდი ამაგი აქვს და ასე დამთავრების ხილვა ყოველთვის რთულია. ვილაპარაკეთ, მას ჩემი ნახვა უნდოდა და ორი თვის წინ ნაპოლიში ვიზიტიც დავგეგმე. სამწუხაროდ, გეგმები შეიცვალა." - აღნიშნა ჰამშიკმა.
კომენტარები
4 დღის წინ
3 დღის წინ