Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჰანიბალ მეჯბრი 6-თვიანი იჯარის წესით სევილიაში ითამაშებს.
ტუნისელი ფეხბურთელი უკვე სევილიაშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ გუნდს შეუერთდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ესპანურ კლუბს ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედიდან მოთამაშის გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლება.
"ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარები, ვითამაშებ, პროგრესს მივაღწევ და ამ ახალი გამოწვევით ვისიამოვნებ." - განაცხადა 20 წლის ფეხბურთელმა სევილიაში ჩაფრენის შემდეგ.
ტუნისელი ნახევარმცველი წითელი ეშმაკების მთავარ გუნდში 2021 წლიდან ირიცხება, თუმცა 2022-23 წლების სეზონი იჯარის წესით ბირმინგემში გაატარა.
კომენტარები
38 წუთის წინ
12 საათის წინ
1 საათის წინ
12 საათის წინ