მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს მორიგი დიდი ტურნირი აიღებს სტარტს ინგლისის ნაკრებისთვის, რომელიც მუდამ გამოირჩევა ვარსკვლავური შემადგენლობით ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
მიუხედავად იმისა, რომ სამი ლომი ყოველთვის გამორჩეული ტალანტებით ასპარეზობდა, მათ ისტორიაში ერთადერთი ტრიუმფი ფიქსირდება - ისიც შორეულ 1966 წელს, როცა ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
რაც შეეხება ნაკრების საუკეთესო შედეგს ევროპის ჩემპიონატზე, ეს ვერცხლის მედალია, რომელიც გუნდმა ბოლო ევროზე დაიმსახურა. გარეთ საუთგეიტის შეგირდები ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
ევრო 2024-ს კი კუნძულელები უფრო დიდი ამბიციით ხვდებიან. ბევრი საფეხბურთო ექსპერტი და ბუკმეიკერი ტურნირის მთავარ ფავორიტად სწორედ სამ ლომს ასახელებს და რთულია მათ ამაში არ დაეთანხმო, გარეთ საუთგეიტის შერჩეული განაცხადი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ინგლისელებს საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავთ ევრო 2024-ის ფარგლებში.
გუნდს ბევრი გამორჩეული მოთამაშე ჰყავს - ჰარი კეინი, ფილ ფოდენი, ბუკაიო საკა, დეკლან რაისი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, კაილ უოკერი და ა.შ. თუმცა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ერთი ფეხბურთელია - ჯუდ ბელინგემი, რომელსაც მადრიდის რეალში საოცარი სადებიუტო სეზონი გამოუვიდა. ის გუნდთან ერთად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, თავად კი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს - ეს ყველაფერი 20 წლის ასაკში.
გასული სეზონის განმავლობაში ბელინგემი სხვადასხვა ასპექტში ბევრჯერ შეადარეს ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს, მათი მსგავსება სათამაშო ნომრებშიც გვხვდება. სამეფო კლუბში ჯუდიც ზიზუს მსგავსად 5-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს, ნაკრებში კი - 10-ნომრიანით.
მოგეხსენებათ ბრიტანული წნეხის შესახებაც, სამშობლოში ბევრი საფეხბურთო ექსპერტი და თუნდაც გულშემატკივარი ჯუდ ბელინგემში ნაკრების ახალ ლიდერს ხედავს, რომელიც ინგლისს ნანატრი ტრიუმფისკენ გაუძღვება. ეს ყველაფერი ადიდასის ახალ კლიპშიც ჩანს, სადაც ასახულია ინგლისელთა მრავალწლიანი მწუხარება, რომელიც ერთ ადამიანს შეუძლია დაუვიწყარ სიხარულად აქციოს.
მოკლედ, ჯუდ ბელინგემსა და მის თანაგუნდელებს ევრო 2024-ზე დიდი მისიის შესრულება დაევალათ - ისეთი მისიის, რომელსაც თავად დიდებული ლეგენდებიც კი ვერ გაუმკლავდნენ - ფრენკ ლამპარდი, სტივენ ჯერარდი, უეინ რუნი, დევიდ ბექემი, პოლ სქოულზი, ალან შირერი, გარი ლინეკერი და ა.შ.
თუმცა ცხადი ერთი რამ არის - მიუხედავად 20 წლის ასაკისა, ჯუდ ბელინგემი არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია სევდიანი სიმღერა უკეთესად აქციოს, როგორც ეს ბითლზის ლეგენდარულ კომპოზიციაშია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
3 საათის წინ
6 საათის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ