ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ისაუბრა დეტალებზე, როგორ უთხრა ჩაბი ალონსომ მას უარი მიუნხენში მწვრთნელად მოსვლაზე.
„ჩემმა ცოლმა მითხრა: "თუ მას ხასიათი აქვს, მაშინ არ მოვა და თუ არ აქვს ხასიათი და დაგთანხმდა, ესეიგი შესაბამისი და სწორი არჩევანი არ არის.
როგორც ყოველთვის, ის მართალი აღმოჩნდა. ალონსომ გვითხრა: "ჩვენ ჩვენი ისტორია შევქმენით, ბევრი ფეხბურთელი აქ ჩემს გამო მოვიდა, ახლა წასვლა არ შემიძლია.
ჩაბის ლევერკუზენთან კონტრაქტი 2026-მდე აკავშირებს, ჩვენ ზრდილობიანად ვკითხეთ და მან უარი გვითხრა, იმიტომ რომ მტკიცე ხასიათი აქვს და სხვა კლუბში ჯერ ვერ წავიდოდა.
ალონსოს ყველაფერი გააჩნია საიმისოდ, რომ მომავალში ბაიერნი გაწვრთნას." - აღნიშნა ული ჰიონესმა.
კომენტარები