Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-5 ტურში რომამ სტუმრად მონცა გაანადგურა.
შეხვედრა სტადიონ ბრიანტეოზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი დედაქალაქურმა გუნდმა პელეგრინის და ლუკაკუს გოლებით მოიგო. შესვენების შემდეგ პაულო დიბალამ და პარედესმა ანგარიში გამანადგურებელი გახადეს, მასპინძლებმა კი კარბონის გვიან უპასუხეს და მხოლოდ პრესტიჟის გოლით დაკმაყოფილდნენ.
დე როსის დაბრუნების შემდეგ რომასთვის ეს მეშვიდე მატჩში მეექვსე გამარჯვება იყო. ერთადერთი მარცხი გუნდმა ინტერთან ბრძოლაში (2:4) განიცადა.
ჯალოროსიმ 47 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მეოთხეადგილოსანი ბოლონია უკვე ერთ ქულაშია.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ