Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლამინ იამალი ბარსელონაში ლეგენდარული ათიანის აღებას სიამოვნებით დათანხმდებოდა.
- პრეზიდენტმა ლაპორტამ ინტერვიუში თქვა, რომ თქვენს სანაცვლოდ 200 მილიონ ევროზე თქვა უარი. რას ფიქრობ იმ ფსონზე, რომელსაც ბარსა შენზე აკეთებს?
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამუშაო და ფეხბურთი აღიარებას იმსახურებს, მაგრამ მხოლოდ მომდევნო თამაშზე ვარ კონცენტრირებული.
- როცა მამა ან აგენტი ჟორჟე მენდეში შემოთავაზებების შესახებ გაწვდიან ინფორმაციას, მაინც მკვეთრად გაქვს საკუთარი მომავალი წარმოდგენილი?
კი, მხოლოდ თამაშზე ვკონცენტრირდები.
- შენი კონტრაქტი 2026-მდეა გათვალისწინებული. არსებობს შეთანხმება, რომ როცა 18 წლის გახდები, ხელშეკრულებას 2030-მდე გააფორმებ. ფანებს აქვთ შენს მომავალზე სანერვიულო? რას ეტყოდი იმათ, ვინც შიშობს, რომ ფული სიტუაციას შეცვლის?
აბსოლუტურად მშვიდად ვარ. შემდეგ კონტრაქტამდე წინ კიდევ ორი წელია და მინდა, ამ პერიოდით ვისიამოვნო.
- მზად ხარ, ბარსასთან თითქმის სამუდამო კონტრაქტი გააფორმო? როგორც ჩავიმ, ინიესტამ, პუიოლმა ან მესიმ?
რა თქმა უნდა. იმედია, ბარსას ლეგენდა გავხდები.
- თუ ივლისში, ფატის წასვლის შემთხვევაში, თქვენ 10-ნომრიან მაისურს გადაიბარებ და განახლებულ კამპ ნოუზე, კლუბის 125 წლის იუბილეზე სწორედ ამ ნომრით გახვალ, ინერვიულებ?
როგორც თქვენ თქვით, 10-ნომრიანი მაისური ანსუ ფატის ეკუთვნის. მაგრამ თუ ის წავა და ნომერი გათავისუფლდება, მისი მემკვიდრე სიამოვნებით გავხდებოდი. იყო ბარსას 10 ნომერი - ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა. მსოფლიოში არავინ არ იტყოდა ამაზე უარს, მაგრამ ეს კლუბის გადასაწყვეტია."
კომენტარები
16 საათის წინ
2 საათის წინ
2 დღის წინ