სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ჩემპიონატის 35-ე ტურში იბერია 1999 გაგრას დაუპირისპირდა. გამარჯვების შემთხვევაში თბილისური გუნდი ჩემპიონობას მოიპოვებდა.
შეხვედრაში გაგრა დაწინაურდა. მე-15 წუთზე გოლი ზურაბ ჭავჭანიძემ გაიტანა და პირველი ტაიმი 1-0 დასრულდა.
მეორე ტაიმში კი იბერიელებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს. 50-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 84-ე წუთზე კი შეიკნე სილამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და იბერიას საჩემპიონო 3 ქულა მოუპოვა.
35 მატჩის შემდეგ ლევან კორღალიძის გუნდმა 74 ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა.
პირველად გუნდმა (საბურთალო) ჩემპიონობა 2018 წელს შეძლო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები