Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის ლიდერი ბორხა იგლესიასის გადაბირებით ინტერესდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ლევერკუზენი უკვე დაუკავშირდა ბეტისს მოთამაშის თაობაზე.
კლუბები მოლაპარაკებებს მართავენ, გერმანულ გუნდს იჯარა და შემდეგ გამოსყიდვის უფლება სურს, ესპანელები კი მხოლოდ ფეხბურთელის გასხვისებით არიან დაინტერესებული, თუმცა კლუბებს შორის საუბარი გაგრძელდება.
იგლესიასი ბეტისში მე-5 სეზონია თამაშობს, ის ანდალუსიაში ესპანიოლიდან გადაბარგდა.
ლა ლიგის წინა 5 სეზონში ესპანელ თავდამსხმელს ჯამში 56 გოლი აქვს გატანილი, ამ სეზონში კი 31 წლის მოთამაშე ჯერ-ჯერობით უგოლოდაა.
კომენტარები
9 საათის წინ
16 საათის წინ
9 საათის წინ
1 დღის წინ