Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანდრეს ინიესტამ ბარსელონა-ნაპოლის მატჩზე ისაუბრა:
"ნაპოლისთან ოფიციალურ მატჩში არასდროს მითამაშა. ეს ღია და რთული მატჩი იქნება, ფავორიტის დასახელება რთულია."
"ბარსამ პირველ მატჩში კარგად ითამაშა, მაგრამ ვერ მოიგო. ნაპოლი კი ბოლო 3 კვირაში გაუმჯობესდა. მწვრთნელის შეცვლამ პოზიტივი მოიტანა, ჩავიმ კი მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაკარგა პედრისა და დე იონგის სახით."
"მნიშვნელოვანია, რომ ბარსელონა მეორე მატჩს სახლში თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მონტჟუიკია და არა კამპ ნოუ."
"ვიცი, რომ მონტჟუიკი არ მოსწონთ. არ ვიცი, ეს გეოგრაფიას, კლიმატს თუ რას ეხება, მაგრამ ბარსას ეს საქმეს ურთულებს."
"იმედია, ნაპოლისთან კამპ ნოუს მსგავსი გარემო შეიქმნება." - ისაუბრა ინიესტამ La Gazzetta dello Sport-თან.
ბარსელონასა და ნაპოლის მატჩი დღეს 23:59-ზე დაიწყება.
კომენტარები
2 დღის წინ
15 საათის წინ
1 საათის წინ