Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 30-ე ტურში დერბი დელა მადონინა შედგა.
სან სიროზე ერთმანეთს მილანი და ინტერი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ნერაძურის გამარჯვებით 1-2 დასრულდა. ანგარიში მე-18 წუთზე ფრანჩესკო აჩერბიმ გახსნა. 49-ე წუთზე ინტერის უპირატესობა ორამდე მარკუს ტურამმა გაზარდა.
მე-80 წუთზე კი ფიკაიო ტომორიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მილანმა შეხვედრა მაინც დათმო. მატჩის ბოლო წუთებზე მოთამაშეებს შორის ვითარება დაიძაბა და ჩხუბი ატყდა, რასაც საბოლოო ჯამში 3 წითელი ბარათი მოჰყვა. მსაჯმა მოედნიდან ტეო ერნანდესი, დენზელ დუმფრისი და დავიდე კალაბრია გააძევა.
რაც მთავარია, ინტერმა ამ გამარჯვებით 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და იტალიის ჩემპიონობა გაინაღდა. ნერაძურიმ სერია ა ისტორიაში მეოცედ მოიგო.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ