Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 27-ე ტურში ინტერმა ჯენოას უმასპინძლა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.
ანგარიში 30-ე წუთზე კრისტიან ასლანიმ გახსნა. 21 წლის ალბანელმა მილანელთა შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. 38-ე წუთზე კი ნერაძურის უპირატესობა ორამდე თერთმეტმეტრიანის გამოყენებით ალექსის სანჩესმა გაზარდა.
ჯენოას მხრიდან გოლი 54-ე წუთზე მექსიკელმა ვასკესმა გაიტანა, თუმცა სტუმრებმა თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ინტერმა მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ჯამში 72 ქულა დააგროვა. მდევარ იუვენტუსთან სხვაობა კი უკვე 15 ქულაა.
აღსანიშნავია, რომ სიმონე ინძაგის გუნდმა ზედიზედ 12 მატჩის მოგება მოახერხა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ