Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 28-ე ტურში მეოთხეადგილოსანმა ბოლონიამ ლიდერ ინტერს უმასპინძლა.
შეხვედრა მილანური გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე ბასტონის პასით ბისეკმა გაიტანა.
სტატისტიკურად ტიაგო მოტას გუნდმა მეტოქე აშკარად დაჯაბნა - ბოლონიამ კარისკენაც მეტჯერ დაარტყა, ბურთსაც უკეთ ფლობდა და კუთხურიც მეტი მოაწოდა, თუმცა ინძაგის გუნდმა კლასის ხარჯზე გადამწყვეტი უპირატესობა მაინც მოიპოვა.
ინტერმა 75 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ იუვენტუსს 18 ქულით გაასწრო, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ბოლონია კი 51 ქულით მეოთხეზე რჩება, თუმცა რომას მისცა სხვაობის 1 ქულამდე შემცირების შანსი.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ