Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 22-ე ტურში ინტერი ფიორენტინას ეწვია.
მატჩში ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, რომელიც კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ახლო ძელთან დახვდა და ბურთი თავური დარტყმით ფლორენციელების კარში გადაგზავნა.
ინტერმა ამ გამარჯვებით 54 ქულა დააგროვა და მდევარ ტურინის იუვენტუსს 1 ქულით უსწრებს, რომელმაც თავისი თამაში ემპოლისთან ვერ მოიგო. ნერაძურის უპირატესობა ისიცაა, რომ ერთი მატჩით ნაკლები აქვს.
არგენტინელი თავდამსხმელისთვის კი ეს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მე-19 გოლი იყო. ლაუტარო უახლოეს კონკურენტ დუშან ვლაჰოვიჩზე 7 გოლით წინაა.
მილანელები კი ყველაფერთან ერთად სერია ა-ში უკვე 15 მატჩია წაუგებლები არიან.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ