Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 21-ე ტურში ბარსელონამ სტუმრად ბეტისი დაამარცხა.
შეხვედრა ბენიტო ვილიამარინზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
21-ე წუთზე ანგარიში ფერან ტორესმა გახსნა. 45+1-ზე ლევანდოვსკიმ მეორე გოლიც შეაგდო, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.
48-ე წუთზე ფერანმა დუბლი შეასრულა და ბარსა წინ ორი ბურთით გაიყვანა, თუმცა 56-ე და 59-ე წუთებზე ისკომ სამ წუთში დუბლი შეასრულა და ბეტისი თამაშში დააბრუნა.
ისკოს დუბლმა ბარსელონას ნერვები აუთამაშა, მაგრამ გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა - 90-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა ჩავის გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, ორ წუთში კი ფერან ტორესმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ბარსელონამ 44 ქულა დააგროვა და ლიდერ რეალს 7, ხოლო მეორეადგილოსან ჟირონას 5 ქულით ჩამორჩება, ბეტისი კი 31 ქულით მეცხრეა.
კომენტარები
1 დღის წინ
9 საათის წინ
9 საათის წინ