Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიჯი რივა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რივა 42 მატჩში გატანილი 35 გოლით იტალიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
ლეგენდარული მოთამაშე სკუადრა აძურასთან ერთად 1968 წელს ევროპის ჩემპიონი, ხოლო 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი გახდა.
საკლუბო კარიერის ძირითადი ნაწილი, კერძოდ 13 წელი, მან კალიარიში გაატარა და კლუბის ისტორიაში სერია ა-ს ერთადერთი ტიტულის მფლობელიცაა. სარდინიელებმა ეს 1969-70 წლებში შეძლეს.
ის 1988-დან 2013 წლამდე იტალიის ნაკრების სტაფის წევრიც იყო.
იტალიური და მსოფლიო ფეხბურთი ჯიჯი რივას სახით მორიგ ლეგენდას ემშვიდობება.
კომენტარები
2 საათის წინ
2 დღის წინ
2 დღის წინ