Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს იტალიის სუპერ თასი აიღებს სტარტს.
ახალი ფორმატი
ეს იტალიაში 36-ე სუპერკოპა იქნება, წლევანდელი გათამაშება გამორჩეული კი იმითაა, რომ პირველად ისტორიაში 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ყველა წინა შემთხვევაში ერთმანეთს სერია ა-ს და იტალიის თასის გამარჯვებულები ხვდებოდნენ, წელს კი მათ ორივე ტურნირის მე-2 ადგილზე გასული გუნდებიც დაემატებიან.
ნაპოლი - სერია ა-ს გამარჯვებული
ინტერი - იტალიის თასის გამარჯვებული
ლაციო - სერია ა-ს მეორეადგილოსანი
ფიორენტინა - იტალიის თასის ფინალისტი
მატჩის დრო
დღეს ერთმანეთს ნაპოლი და ფიორენტინა დაუპირისპირდებიან, ხვალ კი ინტერი და ლაციო. ორივე მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. ფინალში გასული გუნდები კი ერთმანეთს 22 იანვარს შეხვდებიან და სუპერ თასის მფლობელის ვინაობას იმავე დროს გაარკვევენ.
მასპინძელი
სუპერკოპას საუდის არაბეთის ქალაქი რიადი უმასპინძლებს, სადაც ცოტა ხნის წინ ესპანეთის სუპერ თასიც გაიმართა. სამივე მატჩის მასპინძელი სტადიონი ალ ნასრის საშინაო არენა ალ-ავალ პარკი იქნება.
საპრიზო ფონდი
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით ტურნირის საპრიზო ფონდი 8 მილიონ ევროს შეადგენს.
ისტორია
იტალიის სუპერ თასი 1988 წლიდან იმართება, პირველი გამარჯვებული მილანი გახდა, რომელმაც სამპდორია 3-1 დაამარცხა.
ყველაზე მეტჯერ ტიტული იუვენტუსს აქვს მოგებული, კერძოდ 9-ჯერ.
მოქმედი გამარჯვებული კი ინტერია, რომელმაც შარშან ტიტულის დაცვა მოახერხა. 2021 წელს ნერაძურიმ იუვენტუსი დაამარცხა, 2022-ში კი თანაქალაქელი მილანი. სიმონე ინძაგის შეგირდებს შანსი აქვთ სუპერკოპას ზედიზედ მესამედ დაეუფლონ.
იტალიის სუპერ თასი ჯამში 9 გუნდს აქვს მოგებული: იუვენტუსი (9), მილანი (7), ინტერი (7), ლაციო (5), რომა (2), ნაპოლი (2), სამპდორია (1), პარმა (1), ფიორენტინა (1).
ნაპოლი და კვარა
რაც შეეხება ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას, პარტენოპეიმ სუპერ თასზე სულ 4-ჯერ ითამაშა და ყველა შემთხვევაში მისი მეტოქე იუვენტუსი იყო. 1990 და 2014 წელს შეხვედრა ნეაპოლელების გამარჯვებით დასრულდა, 2012 და 2020 წელს კი ტიტული ბიანკონერის დარჩა.
დღეს ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტო შემადგენლობაში ელოდებიან. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს ვიქტორ ოსიმენი დააკლდება, რომელიც აფრიკის თასზე იღებს მონაწილეობას, ქართველის მიმართ ყურადღება ერთი-ორად მომატებულია.
კომენტარები
7 წუთის წინ
2 დღის წინ
2 დღის წინ