Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული ლილის პორტუგალიელი მცველი, ტიაგო ჯალო საინტერესო არჩევნის წინაშე დგას.
ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და მან მილანის ინტერთან მიაღწია შეთანხმებას, რომ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
თავის მხრივ, ლილმა და იუვენტუსმა ჯალოს 3.5-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმეს - პორტუგალიელს შანსი აქვს, ტურინულ გუნდს ახლავე შეუერთდეს.
შესაბამისად, ჯალო არჩევნის წინაშე დგას - იუვენტუსი ახლავე, თუ ინტერი ზაფხულში.
თავის მხრივ, როგორც ფაბრიციო რომანო წერს, თუ ფეხბურთელი დაცდას და ზაფხულში ინტერში უფასოდ წასვლას აირჩევს, მას მომდევნო ექვსი თვის სათადარიგოთა სკამზე გატარება მოუწევს.
კომენტარები
1 დღის წინ
1 დღის წინ
2 დღის წინ
23 საათის წინ