Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
3 დღეში მეორედ იუვენტუსი სალერნიტანას დაუპირისპირდა, ამჯერად სერია ა-ს ეგიდით. თასის მატჩში ყველაფერი უფრო მარტივად იყო, ბებერმა ქალბატონმა 6-1 მოიგო.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ტურინელებმა პირველი ტაიმი წააგეს. მასპინძელთა მხრიდან 39-ე წუთზე გოლი მაჯორემ გაიტანა.
65-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა 20 წლის ილინგ-ჯუნიორმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის კომპენსირებულ დროში კი იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩის გოლით გამარჯვება მოიპოვა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. სერბმა პირველი გოლის დროს საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ტურინელებმა ამ მოგებით 46 ქულა დააგროვეს და ლიდერ ინტერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან, რომელმაც თავის მხრივ ამ ტურის მატჩი ვერონასთან 93-ე წუთზე ფრატეზის გოლით მოიგო.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ