Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გახსნით მატჩში იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე პსვ მიიღო.
მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე ქენან ილდიზმა გახსნა, აქედან 6 წუთში კი ვესტონ მაკკენიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.
52-ე წუთზე გოლის გატანა იუვეს ახალწვეულმა ნიკო გონსალესმა შეძლო და ანგარიში 3-0 გახადა.
ბიანკონერი კარის მშრალად შენახვასთან ახლოს იყო, თუმცა 93-ე წუთზე ისმაელ საიბარიმ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში პსვ-ს 3-1 სძლია და სტარტი დამაჯერებლად აიღო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები