Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 26-ე ტურში იუვენტუსმა ფროზინონეს უმასპინძლა. ტურინელებმა დრამატულ ბრძოლაში 3-2 იმარჯვეს.
ანგარიში მატჩში მალევე გაიხსნა. მე-3 წუთზე ვესტონ მაკკენის პასის შემდეგ გოლი დუშან ვლაჰოვიჩმა გაიტანა. მე-14 წუთზე ვალიდ ჩედირამ ანგარიში გაათანაბრა, 27-ე წუთზე კი სტუმრები მარკო ბრეშიანინის გოლით წინ გავიდნენ.
32-ე წუთზე ტურინელებმა წონასწორობა აღადგინეს, ამ შემთხვევაშიც პირველი გოლის კომბინაცია გამეორდა. ამერიკელის პასი და სერბის გოლი.
მატჩის კულმინაცია 95-ე წუთზე ვიხილეთ. ბიანკონერის გმირად დანიელე რუგანი მოევლინა და ბებერ ქალბატონს 3 ქულა მოუპოვა.
იუვენტუსმა 4 მოუგებელი შეხვედრის შემდეგ პირველად იმარჯვა. ალეგრის გუნდმა 26 მატჩში 57 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე იმყოფება, ლიდერ ინტერს კი 24 თამაშში 63 ქულა აქვს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ