ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით მაისის ბოლო კვირიდან ივნისის ბოლო კვირამდე ბრუნო გიმარაეშის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც კლუბებს ბრაზილიელის გამოსყიდვა 100 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეეძლებათ.
ივლისსა და აგვისტოში კი ნიუკასლს მოთამაშის ფასსა და მოლაპარაკებებზე სრული კონტროლი ექნება.
აღნიშნული ცნობა ედი ჰაუმაც დაადასტურა.
"დიახ, ეს მართალია. არ გვინდა მუდმივი სპეკულაციები, ამიტომაც არსებობს საბოლოო წერტილი."
"ჩვენ ბრუნოს შენარჩუნება და მის გარშემო გუნდის აშენება გვსურს, მაგრამ ამის კონტროლი არ შეგვიძლია, ამიტომ ვნახოთ, რა მოხდება." - განაცხადა ნიუკასლის მთავარმა მწვრთნელმა.
კომენტარები
9 საათის წინ
1 დღის წინ
6 საათის წინ