Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ჟირონამ სევილია გაანადგურა.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ანდალუსიელებმა ისააკ რომეროს გოლით გახსნეს, ამის შემდეგ კი სტუმრებისთვის საქმე ცუდად წავიდა.
მე-13, მე-15 და მე-19 წუთებზე არტემ დოვბიკმა სევილიელთა კარის ბადე 3-ჯერ შეარხია და 6-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
უკრაინელი თავდამსხმელი ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში ჯუდ ბელინგემს დაეწია და ინგლისელთან ერთად 14 გოლით პირველ ადგილს იყოფს.
მეორე ტაიმში მე-2 უკრაინელმაც შეძლო გოლის გატანა, 56-ე წუთზე სავიოს პასის შემდეგ მეტოქის კარი ვიქტორ ციგანკოვმა აიღო. ბრაზილიელმა მანამდე დოვბიკსაც გაატანინა.
მატჩს საბოლოო წერტილი ვეტერანმა კრისტიან სტუანიმ დაუსვა, ჟირონამ კი სევილია 5-1 გაანადგურა.
კატალონიელებმა ამ გამარჯვებით ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს, რეალი მათ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩიც აქვთ რეზერვში.
რაც შეეხება სევილიას, ანდალუსიელები 16 ქულით მე-17 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ