Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟირონას ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პერე გვარდიოლას გუნდის ლიდერების შესახებ ჰკითხეს:
"არც ბარსელონა დაგვკავშირებია ალეიშ გარსიას თაობაზე და არც ჩელსი - არტემ დოვბიკის. შემოთავაზებები არ მოგვსვლია. კლუბის მიზანი მოთამაშეების გაშვება არაა, ჩვენ შემადგენლობის შენარჩუნება გვსურს."
პეპ გვარდიოლას ძმას გუნდის მთავარი მწვრთნელის მიჩელის შესახებაც ჰკითხეს:
"ბაიერნი? თუ ბაიერნი დაგვირეკავს, მიჩელს ჩემი მანქანით ჩავიყვან მიუნხენში. ის ღირსია თავისი მომავალი თავად გადაწყვიტოს, ჩვენ მისი მადლობელი ვართ. თუ ტოპ კლუბი დაგვიკავშირდება და მიჩელს წასვლა ენდომება, ჩვენ მას გავუშვებთ."
პრესაში სხვადასხვა გუნდის ინტერესებზე ჟირონას გამორჩეული მოთამაშეებისა და მწვრთნელის მიმართ ხშირად იწერება. ეს გასაკვირი არაა, რადგან კატალონიური გუნდი საოცარ სეზონს ატარებს და ლა ლიგაში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ მადრიდის რეალთან ერთად ცხრილის სათავეში არის.
კომენტარები
9 საათის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ