Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟირონას ამ სეზონის პროგრესს ევროპულ ფეხბურთში უყურადღებოდ ნამდვილად არ ჩაუვლია.
თუ El Chiringuito TV-ს ჟურნალისტს მარკოს ბენიტოსს დავუჯერებთ, კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მიჩელ სანჩესმა ბარსელონას და ჩელსის ყურადღება მიიქცია.
იმ შემთხვევაში, თუ ლა ლიგის წლევანდელი სენსაციის მწვრთნელი სეზონის ბოლოს თანამდებობის დატოვებას და გრანდში წასვლას ნამდვილად გადაწყვეტს, ჟირონაში მას ლას-პალმასის ამჟამინდელი მწვრთნელი, ხავიერ გარსია პიმიენტა შეცვლის.
ამჟამად ჟირონა ლა ლიგის ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ მადრიდის რეალს ორი ქულით ჩამორჩება. შაბათს ეს ორი გუნდი ერთმანეთს სანტიაგო ბერნაბეუზე დაუპირისპირდება.
კომენტარები
1 დღის წინ
14 საათის წინ
17 წუთის წინ
9 წუთის წინ