Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეალი - ჟირონას მატჩში მადრიდის რეალის ლიდერმა, ჯუდ ბელინგემმა დაზიანება მიიღო.
ინგლისელ ნახევარმცველს ფეხი ორჯერ გადაუბრუნდა. პირველ შემთხვევაში მან კოჭლობის შემდეგ თამაშის გაგრძელება მოახერხა, მეორეში კი ექიმების დახმარება დასჭირდა.
სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, ინგლისელი მოედანზე რამდენიმე წუთით დაბრუნდა და მეორე გოლის გატანაც მოასწრო, თუმცა მალევე მინდორზე დაჯმა და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. მის ნაცვლად სათამაშოდ ბრაჰიმ დიასი გამოვიდა.
სათადარიგოთა სკამზე ჯუდს ნატკენი კოჭი გადაუხვიეს, თუმცა გვაქვს თუ არა საქმე ტრავმასთან და თუ კი, რამდენად სერიოზული იქნება ის, ამას მოგვიანებით გავიგებთ.
კომენტარები
2 დღის წინ
22 საათის წინ
13 საათის წინ
13 საათის წინ