Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით ოლივიე ჟირუ მილანთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს და ზაფხულში MLS-ში წასვლის ვარიანტი ხიბლავს.
ფრანგის კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში იწურება, წყაროს ინფორმაციით კი ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ ჩქარობს.
ჟირუს თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მილანის წარმომადგენლობასაც ჯერ არ ულაპარაკია მასთან.
სავარაუდოდ, ფრანგის როლი როსონერიში შემდეგ სეზონში შეიცვლება და ის რეგულარულად სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ მოხვდება, რადგან კლუბი ახალი თავდამსხმელის დამატებაზე ფიქრობს.
წყაროს ცნობით ჟირუმ გასულ ზაფხულში არაბულ შემოთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ მას ამერიკული ვარიანტი ხიბლავს.
სავარაუდოდ, 37 წლის ფრანგი თავის მომავალს აპრილი/მაისში გადაწყვეტს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ