Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოლივიე ჟირუსთვის რომას კარში გატანილი გოლი მე-10 იყო სერია ა-ს მიმდინარე სეზონში.
ფრანგი გახდა მილანის პირველი ფეხბურთელი ალეშანდრე პატოს შემდეგ, რომელმაც სერია ა-ს ზედიზედ 3 სეზონში შეძლო 10 ან მეტი გოლის გატანა. ბრაზილიელმა ეს 2008-დან 2011 წლამდე სეზონებში შეძლო.
37 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში უკვე 16 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (10 გოლი, 6 საგოლე გადაცემა) და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლაუტარო მარტინესს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 18 გოლია.
მილანმა რომა 3-1 დაამარცხა, სამივე გოლის ავტორი ფრანგი იყო: იასინ ადლი, ოლივიე ჟირუ და ტეო ერნანდესი.
როსონერი 42 ქულით მე-3 ადგილზეა და მდევარ ფიორენტინასთან 8-ქულიანი უპირატესობა აქვს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ