Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვალენსიასთან მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ, მსაჯმა რეალის ნახევარმცველს ჯუდ ბელინგემს წითელი ბარათი უჩვენა.
არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ საფინალო სასტვენი ზუსტად იმ მომენტში ამოსტვინა, როცა ბრაჰიმ დიასმა ვალენსიას საჯარიმოში ჩააწოდა, რის შედეგადაც ბელინგემმა თავური დარტყმით მამარდაშვილის კარში გამარჯვების გოლი გადაგზავნა.
თუმცა, ჯუდის დარტყმა სასტვენის შემდეგ განხორციელდა და ამრიგად, ბუნებრივია, გოლი არ ჩაითვალა, რასაც მადრიდელთა პროტესტი მოჰყვა.
შეხლა-შემოხლის პროცესში არბიტრმა ყვითელი ბარათები დაარიგა, თუმცა ჯუდ ბელინგემს წითელი ერგო. როგორც მსაჯმა მატჩის შემდგომ ოქმში დაწერა, ინგლისელი მასთან მივარდა და შემდეგი რამ დაუყვირა: “It’s a fucking goal”
როგორც ესპანური პრესა წერს, რეალი ბელინგემის წითელი ბარათის გასაჩივრებას აპირებს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ინგლისელს 2-3 მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯონ.
კომენტარები
2 დღის წინ
22 საათის წინ
13 საათის წინ
13 საათის წინ