Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ინტერი ნაპოლის მიიღებს.
იტალიის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში ინტერი 75 ქულით იმყოფება და მეორეადგილოსან თანაქალაქელ მილანს 16 ქულით უსწრებს, მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი კი 44 ქულით მე-7 ადგილზეა და ევროზონისთვის იბრძვის. შედარებისთვის მე-5 ადგილზე მყოფ რომას 48 ქულა აქვს.
შეხვედრა საინტერესო იმით იქნება, რომ ერთმანეთს ჩემპიონატის გამორჩეული შემტევები დაუპირისპირდებიან. მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა დავის ლიდერი ლაუტარო მარტინესი შესანიშნავ ფორმაშია. არგენტინელს 23 გოლი აქვს გატანილი და მდევარ დუშან ვლაჰოვიჩს 8 გოლით უსწრებს.
ნეაპოლელთა მხრიდან კი, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში K.O.-ს დუეტი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი იქნებიან. ნიგერიელის ანგარიშზე ამ სეზონში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, ქართველის კი - 10 გოლი და 4 ასისტი.
აღსანიშნავია, რომ კვარამ სერია ა-ს ზედიზედ 3 შეხვედრაში გაიტანა გოლი და შანსი აქვს ინტერთან ეს სერია გააგრძელოს.
რაც შეეხება გუნდებს, ორივე მათგანი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ნერაძური ატლეტიკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა, პარტენოპეიმ კი ბარსელონასთან წააგო ორი მატჩის ჯამში 4-2.
ამ სეზონში ინტერი და ნაპოლი 2-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. სერია ა-ს მე-14 ტურში სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე ინძაგის გუნდმა 0-3 იმარჯვა. გოლები ჰაკან ჩალჰანოღლუმ, ნიკოლო ბარელამ და მარკუს ტურამმა გაიტანეს.
მეორე შეხვედრა კი იტალიის სუპერ თასის ფინალში შედგა, სადაც მილანელებმა ლაუტარო მარტინესის 91-ე წუთზე გატანილი გოლით 0-1 იმარჯვეს და სუპერკოპას მფლობელები გახდნენ.
სავარაუდო შემადგენლობები:
ინტერი (3-5-2) - ზომერი; ბისეკი, აჩერბი, ბასტონი; დარმანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, ფრატეზი, დიმარკო; ტურამი, ლაუტარო.
ნაპოლი (4-3-3) - მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, რუი; ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი; პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
მატჩის მთავარი არბიტრი ფედერიკო ლა პენა იქნება, რომელმაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 დაპირისპირებაში იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 57 ყვითელი და 2 მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 6 პენალტი დანიშნა.
ინტერისა და ნაპოლის შეხვედრა დღეს 23:45-ზე დაიწყება.
კომენტარები
1 დღის წინ
2 დღის წინ
2 დღის წინ