Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპზე ბარსელონასა და ნაპოლის შორის უძლიერესის ვინაობა მონტჟუიკზე გაირკვევა.
ბარსელონა - ნაპოლი (12 მარტი, 23:59) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე ფრედ, 1-1, დასრულდა. გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ და ვიქტორ ოსიმენმა გაიტანეს.
ამ შეხვედრის შემდეგ ბარსელონამ ლა ლიგაში 3 მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა. გუნდმა 5 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვა (ბარსელონა 4-0 ხეტაფე, ატლეტიკი 0-0 ბარსელონა, ბარსელონა 1-0 მალიორკა).
ბლაუგრანასთვის სამწუხარო ფაქტია, რომ ტრავმები მიიღეს ფრენკი დე იონგმა და პედრიმ და ისინი ნაპოლისთან თამაშს ვერ შეძლებენ, რაც კატალონიელებისთვის დიდი დანაკლისია. ასევე ტრავმირებულები არიან მარკოს ალონსო, ალეხანდრო ბალდე, გავი და ფერან ტორესი.
ჩავი შეტევაში დიდწილად რობერტ ლევანდოვსკისა და ლამინ იამალის კარგ თამაშის იმედად იქნება.
რაც შეეხება ნაპოლის, კალცონას გუნდმა, რომელსაც დებიუტი სწორედ ბარსელონასთან ჰქონდა, პირველი მატჩის შემდეგ სერია ა-ში 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა, თუმცაღა ორივე გამარჯვება შთამბეჭდავი იყო.
იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად სასუოლო 1-6 გაანადგურა, ვიქტორ ოსიმენი ჰეთ-თრიქით და საგოლე გადაცემით, ხვიჩა კვარაცხელია კი დუბლითა და ასისტით გამოირჩა. იუვენტუსთან კი ნაპოლიმ 2-1 ხვიჩასა და რასპადორის გოლებით იმარჯვა.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ კარგ ფორმაშია კვარა, რომლის ანგარიშზეც ბოლო 3 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა - ტერ შტეგენი; კუნდე, არაუხო, კუბარსი, მარტინესი; ჟოაო კანსელო, კრისტენსენი, გიუნდოგანი; იამალი, ლევანდოვსკი, რაფინია.
ნაპოლი - მერეტი: დი ლორენცო, ოსტიგორი, ჟუან ჟესუსი, მაძოკი; ზამბო ანგისა, ლობოტკა, ტრაორე; პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
შეხვედრის მთავარი არბიტრი ნიდერლანდელი დანი მაკელიე იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 4 შეხვედრაში (ინტერი - ბენფიკა, ნაპოლი - უნიონი, იანგ ბოიზი - ცრვენა ზვეზდა, ნიუკასლი - მილანი) იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 15 ყვითელი ბარათი უჩვენა.
კომენტარები
1 დღის წინ
4 საათის წინ
17 საათის წინ