Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, სასუოლოსთან 6:1 გამარჯვება შეაფასა.
„ოსიმენი საუკესო ფორმაში ბრუნდება, აფრიკის თასზე მონაწილეობის გამო ის იდეალურ კონდიციებში არ იყო, იქამდე გუნდს ერთი თვე აკლდა. ახლა კი, ის დაბრუნდა და ნელ-ნელა უმაღლეს დონეზეც ავა.
იგივეს თქმა შემიძლია კვარაზეც, მანაც რთული პერიოდი გამოიარა და დღეს დაამტკიცა, რომ უძლიერესი მენტალობა აქვს. ამაში ეჭვი არასდროს არ შემპარვია, პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ის საუკეთესო ფორმას აღიდგენდა.
კვარაცხელია და ოსიმენი განსხვავებული მიზეზების გამო სირთულეებში იყვნენ, თუმცა პრობლემები არასდროს შეუქმნიათ, ყოველთვის თვალჩაღუნულად მუშაობდნენ.
სულელი არ ვარ, რომ უმაღლესი კალიბრის ფეხბურთელები გავიყვანო მოედნიდან, მაგრამ თუ ვხედავ, რომ მათ უჭირტ და ინტენსიურობას კარგავენ, შემოვიყვან იმას, ვისაც მეტის მოცემა შეუძლია." - ციტირებს კალცონას სიტყვებს Area Napoli.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ