Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის პრეზიდენტმა ატალანტასთან თამაშის გადადება ითხოვა.
სერია ა-ს მორიგი ტურის შეხვედრა ნაპოლი - ატალანტა 30 მარტს, თბილისის დროით 15:30 საათზეა ჩანიშნული. ეს მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველი მატჩი იქნება.
როგორც ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მიიჩნევს, თამაშის ამ დროზე დანიშვნა - მისი კლუბის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ნაწილია, რადგან მისი აზრით, გუნდი ამ თამაშისთვის ნორმალურად მომზადებას ვერ მოასწრებს.
საქმე ისაა, რომ ნაპოლის ამჟამინდელი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა სლოვაკეთის ნაკრების თავკაციც არის და მარტის სანაკრებო პაუზის დროს დაკავებული იქნება. კლუბში დაბრუნების შემდეგ კი, მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის ჩატარებას მოასწრებს, რაც დე ლაურენტისის აზრით, არ იქნება საკმარისი გუნდის სათანადოდ მომზადებისთვის.
ამრიგად, დე ლაურენტისმა ფედერაციას მატჩის შაბათიდან ორშაბათამდე გადატანა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
ცალკე პრობლემა ის არის, რომ ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაწვრთნის სანაკრებო პაუზის დროს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკრებში არ იძახებენ და კლუბის განკარგულებაში რჩებიან.
კალცონა ნაპოლიში მთელი თავისი სამწვრთნელო შტაბით და დამხმარეებით მოვიდა, შესაბამისად ყველა სლოვაკეთის ნაკრებში იქნება დაკავებული.
როგორც CalcioNapoli24 წერს, ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, ვინ ავარჯიშებს ნაპოლის ფეხბურთელებს კალცონას არ ყოფნაში და ამ პრობლემის მოგვარება არც ისე მარტივი ჩანს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ