Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ფაბიო კანავარომ ნაპოლი - ბარსელონას მატჩის პერიპეტიებზე ისაუბრა:
"მცველი ოსიმენის გოლის დროს გულუბრყვილოდ მოიქცა. ასეთ დროს უნდა დაიცადო და არა მოედანზე დაეცე. მან ერთდროულად 2 შეცდომა დაუშვა. ოსიმენი ჩემპიონია, მოთამაშე, რომელიც განსხვავებას ქმნის."
"ლევანდოვსკის გოლი? როცა მცველს ბურთი ფეხებს შორის უძვრება, ამით მეკარეს კლავს. ბურთი არასდროს უნდა გაგიძვრეს ფეხებს შორის, ეს მცველების პირველი წესია."
"კვარა შეცვლის დროს გაბრაზდა? შენს გუნდელებს პატივი უნდა სცე, რომლებიც მოედანზე გამოდიან და შენსავით ყოველდღე ვარჯიშობენ. ახალ მწვრთნელს შეიძლება დასვენებული მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა უნდოდეს. ასეთი დამოკიდებულება მწვრთნელისთვის გამაღიზიანებელია." - თქვა კანავარომ.
ნაპოლისა და ბარსელონას შეხვედრა 1-1 დასრულდა, ყველაფერი ბარსელონაში 12 მარტს გაირკვევა.
კომენტარები
2 დღის წინ
14 საათის წინ
9 წუთის წინ