Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ის 1/4 ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრების ბარიერის დაძლევის შემდეგ ფრანგმა ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ რკეორდი დაამყარა.
კანტეს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად დიდ სანაკრებო ტურნირზე უკვე ზედიზედ 20 მატჩი არ აქვს წაგებული - ეს კი ევროპელ მოთამაშეებს შორის ყველაზე გრძელი სერიაა.
33 წლის მოთამაშეს ლურჯებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ძირითად დროში 13 მოგება და 7 ფრე აქვს.
ეს სერია სათავეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატიდან იღებს.
ნგოლო კანტემ ამ რეკორდით ჩავი ერნანდესის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირებზე ზედიზედ 19 მატჩი არ ჰქონდა წაგებული.
მოსალოდნელი პრაგმატიზმი - ესპანეთის მეტოქე პენალტების სერიით გაირკვა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები