Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 22-ე წუთზე იუვენტუსმა საკუთარ კედლებში ემპოლისთან ქულები დაკარგა.
შეხვედრა ალიანც სტედიუმზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის მე-18 წუთზე უხეშობისთვის მოედნიდან ტურინელთა ფორვარდი არკადიუშ მილიკი გააძევეს, რის გამოც იუვეს თითქმის მთელი მატჩის 10 კაცით ჩატარება მოუწია.
მიუხედავად ამისა, მატჩის 50-ე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა იუვე დააწინაურა, თუმცა 70-ზე ბალდანზიმ ანგარიში გაათანაბრა და იუვეს უმნიშვნელოვანესი ორი ქულა წაართვა.
ამ ფრით იუვენტუსმა 53 ქულა დააგროვა და ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, თუმცა მეორეადგილოსან ინტერს (51 ქულა) ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციური +4 ქულით ცხრილის ლიდერი.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ