Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის ლიდერების შეხვედრაში, მადრიდის რეალმა ჟირონა გააცამტვერა. კარლო ანჩელოტი დაცვის ცენტრში შექმნილ კრიზისს ჭკვიანურად გაურბის. იტალიელის მეთოდები - სახელმძღვანელოა იმის, როგორ უნდა დავიძვრინოთ თავი რთული სიტუაციიდან ჭკვიანური ტაქტიკური სვლების მეშვეობით.
გადავეშვათ გუშინდელ მატჩში და გადავხედოთ, რა მოხდა და როგორ დომინირებდა ცენტრალური მცველების გარეშე მოთამაშე რეალი გუშინდელ დღემდე ლა ლიგის საუკეთესო შეტევის წინააღმდეგ.
შემადგენლობებში სურპრიზები არ შეგვხვდა - ყველა ცვლილება დანაკლისით იყო გამოწვეული. განსაკუთრებით მტკივნეულად დაეტყო ეს ორივე გუნდის დაცვის ცენტრს: რეალს ოთხივე ცენტრბექი დამტვრეული ჰყავს, ჟირონას კი ორი აკლდა, მათ შორის ყველაზე მთავარი და გამოცდილი - დეილი ბლინდიც. ასევე, აკლდა ანხელ ერერაც.
ვინისიუსმა იან კოუტოს (რომელსაც, სხვათაშორის, რეალის სკაუტები აკვირდებიან) თამამი როლი ჟირონას ტაქტიკურ ხარაკირიდ გადააქცია
ჟირონას დაცვის მარჯვენა ფრთაზე ორი ვარიანტი აქვს: იან კოუტო (ჰიპერშემტევი, ზოგჯერ ვინგერადაც თამაშობს) და არნაუ მარტინესი (უფრო ფრთხილი, ზოგჯერ დაცვის ცენტრშიც დგას ხოლმე). ბერნაბეუზე მიჩელმა ფსონი სითამამეზე გააკეთა, რაც დიდებული ვინისიუსის წინააღმდეგ ეს ტაქტიკურ ხარაკირიდ გადაექცა.
ბოლო დროს, ჟირონას სასტარტოში ადგილი კოუტომ მჭიდროდ დაიმკვიდრა, ამიტომ გუშინდელ მატჩში ძირითადში მისი ხილვა არავის გაკვირვებია. მაგრამ, მადრიდის წინააღმდეგ განსაკუთრებული ადაპტაციაა საჭირო (რაც განსაკუთრებით კარგად პოსტფაქტუმ გამოჩნდა), ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
თუმცა, მიჩელმა საკუთარი თავისგან ითამაშა. საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, ფლანგი ორივე მხარეს გახსნილი იქნებოდა: კოუტო რეალის საჯარიმოსთან შექმნიდა ხიფათს, ვინისიუსი კი იგივეთი საპირისპირო მხარეს უპასუხებდა. ალბათ, სწორედ ასეთი იყო ესპანელი მწვრთნელის თამამი გეგმა. მაგრამ, ნაცვლად ამისა, ჩვენ ცალმხრივი განადგურება ვიხილეთ. მატჩის ყველა საკვანძო მოვლენა სწორედ იმ ზონიდან მოდიოდა, სადაც ვინი მეფობდა.
პირველ გოლზე, კოუტო შეტევაში დარჩა და ზეწოლა დამხმარე ძალების მექანიზმს დააწვა. მარჯვენა მცველის როლი ამ ეპიზოდში მარტინმა შეასრულა, რომელმაც ვინი ცენტრში ზედმეტად მარტივად შეუშვა, რომელსაც იქ თავისუფლება დახვდა (რადგან სწორედ ეს იყო მარტინის ზონა, ფლანგის შევსება რომ არ დასჭირვებოდა).
მეორე გოლზე კოუტო თავის ადგილას იყო და ვინისიუსზე გაიწია, მაგრამ არასაკმარისად მჭიდროდ ეთამაშა: ბრაზილიელს მოტრიალების და თავისუფალ სივრცეში პასის გაკეთების შესაძლებლობა მისცა:
მესამე გოლი - განადგურება ინდივიდუალურ დუელში საჯარიმოს მახლობლად
ბურთის დაკარგვა მეოთხე გოლის დროს - ყველაზე ნაკლებად ტიპიური შეცდომაა კოუტოსთვის. ჟირონას სისტემაში დაშვებულია რისკები და საქმის გართულება პირველივე ეტაპზე (მარტივი სიტყვებით, მსგავსი რამ ყველას მოსდის). როგორც წესი, იანი საკმარისად ტექნიკურია და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ როგორც ჩანს, აღნიშნულ ეპიზოდში კოშმარის ფონზე უკვე მორალურად იყო განადგურებული.
ყოველჯერზე, ვინისიუსი თავის გასაკეთებელს იდეალურად აკეთებდა. ბრაზილიელი შემტევი საოცარი იყო, მაგრამ საქმე კოუტოს თვისებებმაც გაუმარტივა. თანაც, ყველაზე სამწუხარო კატალონიელებისთვის ის აღმოჩნდა, რომ იანს არც მისთვის დამახასიათებელი შემტევი პოტენციალი გამოუვლენია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც - ვინის უბურთოდ თამაშია. ეს ჯუნიორის თამაშის ცალსახად ყველაზე დაუფასებელი ნაწილია. ხშირად, ანჩელოტი მას კონტრშეტევების სიმწვავისთვის მაღალ პოზიციაში დარჩენის უფლებას აძლევს, მაგრამ კონკრეტულ მატჩებში და მონაკვეთებში, როცა ვინისგან შრომას ითხოვენ, ის ნამდვილად არ იზარებს.
გუშინ, ვინისიუსმა ტოტალური მატჩი ჩაატარა (შესაძლოა, კარიერის საუკეთესოც კი) - უნაკლო ყველა სტადიაზე.
როგორ ვითამაშოთ ცენტრალური მცვლების გარეშე - ლაიფჰაკი ნომერი 1. ბურთის ფლობა, როგორც თავდაცვის ინსტრუმენტი
ამის კარგი ნიშნები ჯერ კიდევ მადრიდულ დერბიში ვიხილეთ (სადაც რეალს მოგებამდე წამები დააკლდა), მაგრამ გუშინ, ყველაფერმა კიდევ უფრო უკეთ იმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ დერბის შემდეგ, დაცვის ცენტრის სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა (ატლეტიკოსთან ერთი ნომინალური ცენტრბექი ნაჩო მაინც იყო, აქ კი ჩუამენი - კარვახალის წყვილი ვიხილეთ).
ანჩელოტი სხვა პოზიციების ხალხს დაცვის ცენტრში თამაშში დახმარებას ოსტატურად უწევს. კარლოს ლაიფჰაკებზე სულ მალე ტაქტიკურ სასწავლებლებს დაწერენ. მისი პირველი ილეთი - მონაკვეთური ბურთის ფლობის დაცვის ინსტრუმენტად გამოყენება.
ასეთი მიდგომა ითვალისწინებს დიდი აქცენტის გაკეთებას კონტროლზე (და არა გამწვავებაზე), რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს გარდამავალი ეპიზოდების რაოდენობა. ასევე, მნიშვნელოვანია, გადაიტვირთოს კონკრეტული ზონები. ისევე, როგორც დერბიში, რეალი შეგნებულად აიგნორებდა შეტევაში ცენტრალური ზონის გადავსებას.
ასეთი განლაგება არ იქნებოდა ოპტიმალური, გუნდს რომ მომენტების შექმნა ცენტრიდან დასჭირვებოდა. სამაგიეროდ, ის იდეალურად ერგება ორ რაღაცას: ბურთის შენარჩუნებას (განსაკუთრებით, როცა ცენტრში ასეთი ფეხბურთელები გყავს) და ცენტრალურ ზონაში ბურთის დაკარგვის ნაკლებობას, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სახიფათო კონტრშეტევები.
ასეთი აქცენტების მქონე ბურთის ფლობა იდეალურად მუშაობს სწრაფ გოლთან კომპლექტში, როცა გამწვავება აუცილებელი და სასწრაფო არ არის. კიდევ უფრო მეტად ამ ფლობას იდეალურს ტონი კროოსის (პასების 98% სიზუსტე) და კამავინგას თვისებები ხდიდა. ეს ორი ფეხბურთელი წნეხის ქვეშ ბურთს იდეალურად ინარჩუნებს, რაც საერთო სურათს იდეალურს ხდის და ცენტრალურ მცველებს ძალიან ეხმარება. სწორედ მათ გადაჰყავდათ თამაში საჭირო რეჟიმში. ასეთი სურათის დროს, ცენტრალურ მცველებს თავის დაცვა მაქსიმალურად იშვიათად უწევს.
როგორ ვითამაშოთ ცენტრალური მცველების გარეშე - ლაიფჰაკი ნომერი 2. ფედე ვალვერდეს ორმაგი საქმე
კარლოს მეორე ილეთი - ფედე ვალვერდეს დაცვის ხაზთან ჩაყვანაა. ურუგვაელი ლუკას ვასკესსა და ორელიან ჩუამენის შორის, მარჯვენა ცენტრალური მცველი ხდება.
როგორც წესი, ვალვერდე ასეთ პოზიციას მხოლოდ კონკრეტულ მომენტებში იკავებდა, მისი სამიზნე პორტუ იყო. მნიშნველოვანი იყო ერთი რამ: რეალს არ უნდა დაეშვა ეპიზოდი, სადაც ცენტრალურ მცველებს დოვბიკის და პორტუს წინააღმდეგ 2-2-ზე მოსწეოდათ თავდაცვა. ფედე ჩამოდიოდა და სიტუაციას 3-2-ზე ხდიდა.
ვალვერდე ოპონენტსაც აკონტროლებდა და ნახევარდაცვაშიც ასწრებდა გუნდის დახმარებას. ურუგვაელისთვის ორმაგი როლები - ნორმაა. ბრავო ანჩელოტის, რომელმაც ფეხბურთელის ულევი ენერგია გუნდისთვის ყველაზე საჭირო ზონას მოახმარა.
ჟირონას უსუსურობის სხვადასხვა მაგალითები - ლიგის საუკეთესო შეტევად ნულოვანი გახდა (0.1 xG)
მეხუთე წუთიდან წამგებ სიტუაციაში მყოფმა ჟირონამ მთელ თამაშში 0.1 xG-ს მომენტები შექმნა. სალსახად, ეს სეზონის ყველაზე სუსტი შედეგია გუნდისთვის, რომელიც ამ მატჩს ლიგის საუკეთესო შეტევის სტატუსით ხვდებოდა. რაღაც მხრივ, ეს ციფრი ოთხ გაშვებულ გოლზე სახიფათოა. დაცვა - ჟირონას სუსტი მხარეა, მეტოქის კართან მომენტებს კი (თუ გოლებს არა) ისინი ყოველთვის ქმნიდნენ.
მთავარი მიზეზი - ანჩელოტის ბრწყინვალე სვლები და ფეხბურთელების შესრულებაა, მაგრამ ჟირონას მხრიდანაც არის დასაფიქსირებელი რამდენიმე ნიუანსი. კატალონიური გუნდის უსუსურობა სხვადასხვა ტაიმებში განსხვავებული იყო.
პირველ ნახევარში გუნდი ბურთს სტერილურად ფლობდა და სახიფათო ზონებამდე ვერ აღწევდა. სეზონის მსვლელობისას, ჟირონას შეტევის პირველ სტადიაში ორი ფლეიმეიქერი ჰყავს - ალეიშ გარსია (რომლითაც ბარსა ინტერესდება) და დეილი ბლინდი. გუშინ მხოლოდ ესპანელი თამაშობდა. გარსია პირადად ეთამაშებოდა ჯუდ ბელინგემს და თავის ცენტრალურ მცველებს ამ საქმისგან ათავისუფლებდა.
დაცვის ასეთმა სტრუქტურამ იმუშავა, მაგრამ ბლინდთან ერთად გუნდი სულ სხვანაირი იქნებოდა, იმიტომ რომ ნიდერლანდელისთვის ამხელა თავისუფლების მიცემა არ შეიძლება. მეორე მხრივ, დეილის გარეშე ჩვენ ვუყურებდით, როგორ აგორავებდნენ ცენტრალური მცველები ბურთს ერტმანეთში და ვერ ხვდებოდნენ, რა გაეკეთებინათ, როცა ალეიში ჩაკეტილი იყო.
მეორე ტაიმში აქცენტები შეიცვალა. მშრომელი პორტუს ნაცვლად, მოედანზე პაბლო ტორე გამოვიდა (გამჭოლი პასების მაჩვენებლის ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადის სტტუსიც არ აქვს). ის გაცილებით უფრო ინდივიდუალური ფეხბურთელია, გამწვავებაზე დიდი აქცენტით. ეს ცვლილება მიჩელის მიზნებს ასახიერებდა. ახლა ჟირონა უფრო მეტად იყო მზად გამწვავებისთვის (ან მცდელობისთვის), თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ შესატევად კარგი პირობების შექმნა არ გამოდიოდა. სწორედ ამ მონაკვეთში იჩინა თავი ბურთის ხშირმა კარგვამ, რასაც მომენტალურად რეალის კონტრშეტევები მოჰყვებოდა.
რეალმა თამამი ოპონენტი გრანდიოზულად გააცამტვერა. დასაჯეს ჩემპიონობაზე ოცნებისთვისაც, ბერნაბეუზე ზედმეტი სითამამისთვისაც. დიდი გამარჯვებაა, განსაკუთრებით საკადრო პრობლემების გათვალისწინებით.
ჟირონამ კი სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ვერანაირი ჩავარდნა და მარცხი ვერ გადაფარავს მათ მიღწევებს ამ სეზონში. გუნდი ჯერ კიდევ ზღაპარშია და იქვე დარჩება, თუ სეზონის შედეგად მეოთხე ადგილს დაიკავებს და ლიგის საგზურს მოიპოვებს.
კომენტარები
17 საათის წინ
8 საათის წინ
1 დღის წინ
8 საათის წინ