Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დანი კარვახალმა მიუნხენის ბაიერნთან შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.
"5 ჩემპიონთა ლიგა და 412 მატჩი რეალში? მე ამ მიღწევით ვამაყობ. კონცენტრირებული ვართ, ვიცით ამ მატჩის მნიშვნელობა და იმედია, რომ ფინალში გავალთ."
"ვიცით, რომ გულშემატკივრები ოპტიმისტურად არიან და იმედია, მათ მოლოდინს გავამართლებთ."
"კარიმ ბენზემამ, მარკო ასენსიომ და კიდევ რამდენიმე მოთამაშემ დაგვტოვეს. მნიშვნელოვან ფეხბურთელებს სერიოზული ტრავმები ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან კარგად გავუმკლავდით, აქამდე თითიქმის ყველაფერი მოვიგეთ. ანჩელოტიმ და მისმა გუნდმა ბევრი რამ გააკეთა, რომ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია."
"ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს მადრიდის რეალის მაისურის ტარება. რეალში თამაშს ყველაზე დიდი მოთხოვნები აქვს როგორც მოედანზე, ისე მოედანს გარეთ, თუმცა ეს მოგვწონს."
"ვიცი, რომ ვეტერანი ვარ. ჩემი საქმეა, რომ ახალგაზრდებისთვის მისაბაძი ვიყო."
"ვინისიუსი ყველაფერში განვითარდა. მომენტის დასრულება, პასი, ის ბევრს ვარჯიშობს და ყველა ასპექტზე მუშაობს, ვინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა."
"ახალგაზრდები გუნდში? წლების წინ მეც მათნაირი ვიყავი. ისინი მზად არიან, რომ ამ კლუბში ითამაშონ. მათ იციან, რას მოითხოვს ეს კლუბი მათგან."
"იმედი მაქვს, ასე არ იქნება, მაგრამ რამდენიმე გუნდელისთვის შესაძლოა სანტიაგო ბერნაბეუზე ბოლო ჩემპიონთალიგური მატჩი იყოს. მე მათ ვუთხარი, რომ ამით სიამოვნება მიიღონ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება." - განაცხადა რეალის მარჯვენა მცველმა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის ვინაობა რეალსა და ბაიერნს შორის 8 მაისს (23:00) გაირკვევა.
კომენტარები
8 საათის წინ
2 დღის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ