მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტონიო კასანომ რაფა ლეაუ კვლავ გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ მილანის მიერ ინტერთან სუპერთასის ფინალში გამარჯვების (3:2) შემდეგ, იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ლეაუს კვერცხები არ ჰყოფნის და სულელი ფეხბურთელი უწოდა, რასაც პორტუგალიელმა ჯამბაზის ემოჯით უპასუხა.
„ვიმეორებ, ლეაუს კვერცხები არ აქვს. სუპერთასის შემდეგ პასუხის გაცემა მარტივი იყო, მაგრამ ამავდროულად გასულ შაბათს, კალიარისთან მან კვლავ საშინლად ითამაშა.
კონსეისაოც მალე მიხვდება, რომ ლეაუ არარაობაა, ის 8 მილიონ ევროს შოულობს და არც პასების გაკეთება იცის, გოლებიც ცოტა გააქვს. ჯობია რეპერი იყოს, რაც აშკარად უკეთ გამოსდის." - აღნიშნა კასანომ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები