მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ხოსელუმ გერმანიასთან 1/4 ფინალური დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.
"კროოსის ბოლო თამაში? იმედია, ის კარიერას პარასკევს დაასრულებს. მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იყო."
ესპანელის სიტყვებს გერმანელმა ნახევარმცველმა უპასუხა.
"ხოსელუმ თქვა, რომ ჩემი კარიერის დასასრულებლად გაშვება სურთ? ეს ნორმალურია, რადგან მათ გამარჯვება სურთ. მე მას ვიცნობ და ვიცი, რა იგულისხმა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ არ სურდათ, რომ მე რეალში თამაშისთვის თავი დამენებებინა. ისინი ჩემი მეგობრები არიან."
ხოსელუ და ტონი კროოსი გასულ სეზონში მადრიდის რეალში თანაგუნდელები იყვნენ და ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ.
კროოსი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საფეხბურთო კარიერას ასრულებს, ხოსელუ კი კარიერას კატარულ ალ გარაფაში გააგრძელებს.
საფეხბურთო მწვერვალზე - კროოსის საკლუბო კარიერა დასრულდა
ესპანეთისა და გერმანიის დაპირისპირება 5 ივლისს, 20:00-ზე გაიმართება.
ევრო 2024-ზე ყველა 1/4 ფინალური წყვილი და მატჩების განრიგი გაირკვა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
5 საათის წინ
4 საათის წინ
3 საათის წინ