ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
17 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იოზუა კიმიხმა მადრიდის რეალთან მოახლოვებულ 1/2 ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
პირველი მატჩი ხვალ, 30 აპრილს ალიანც არენაზე გაიმართება, საპასუხო კი 8 მაისს სანტიაგო ბერნაბეუზე.
რეალის წინააღმდეგ ბოლო დაპირისპირებაში, 2018 წელს, ორივე მატჩში მოახერხე გოლის გატანა, თუმცა ბაიერნი მაინც გავარდა. მზად ხარ რევანშისთვის?
ორივე გუნდი საკმაოდ შეიცვალა 2018 წლის შემდეგ, ექვს წელზე მეტი გავიდა. საკმარისი დრო გვქონდა განვითარებისთვის და ორივე გუნდში საკმაო ცვლილებები მოხდა.
რა ისწავლე რეალის წინააღმდეგ ბოლო მატჩში და როგორ ახერხებს ეს გუნდი ამ ტურნირზე მუდმივად წარმატებების მიღწევას?
ყოველთვის, როცა ჩემპიონთა ლიგაზე რეალის თამაშებს უყურებ, მათ ხარისხს და მენტალიტეტს ამჩნევ.
მათ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, გუნდი, რომელსაც ნიჭიც აქვს დ აგამოცდილებაც, რაშიც 1/8 ფინალშიც დავრწმუნდით, როცა ლაიფციგი ორივე მატჩში თამაშით უკეთესი იყო, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა...
იგრძნობა, რომ რეალი ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც განსაკუთრებულს ფლობს, რადგან ეს არის ტურნირი, რომელშიც თამაშის ხარისხთან ერთად, სწორი ფსიქოლოგიური მიდგომაც მნიშვნელოვანია." - აღნიშნა გერმანელმა ფეხბურთელმა.
კომენტარები
16 საათის წინ
16 საათის წინ
14 საათის წინ
16 საათის წინ