-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ატალანტასთან მატჩის წინ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლას შეეხება.
"განსხვავებები სკუდეტოს წელთან? ჩვენ 47 ქულა დავაგროვეთ, რაც დიდებული სამუშაოს შედეგია. დღეს ფოკუსი კვარაზე გვაქვს, მაგრამ თუ წინა წელსაც გავითვალისწინებთ, კიდევ 3 მოთამაშე წავიდა - ოსიმენი, ჟელინსკი და კიმი, ახლა კი კვარა დაემატა.
ყველას თავისი აზრი აქვს ნაპოლი ახლა უფრო ძლიერია თუ არა. სკუდეტოს შემადგენლობიდან ასევე მარიო რუი და ელმასიც წავიდნენ, ამიტომ ეს უკვე სხვა გუნდია.
კვარას წასვლით ცალსახად განსხვავებული ნაპოლი იქნება იმასთან შედარებით, რაც სკუდეტოს მოგების დროს იყო. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. შრომამ 47 ქულა მოგვიტანა და დიდწილად ცხრილის სათავეში ვიმყოფებით.
იანვარი სატრანსფერო ფანჯრის გამო განსაკუთრებული თვეა. ნახევარი თვე გავიდა და უკვე ოთხმა მოთამაშემ დაგვტოვა: კაპრილემ, ფოლორუნშომ, ძერბინმა და კვარამ. ასეთი ცვლილებები გასახდელში ხანდახან ბალანსს არღვევს, მაგრამ ეს მალე უნდა გადავხარშოთ." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები