Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 36-ე ტურში კრისტალ პალასმა მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო და მეტოქე 4-0 გაანადგურა.
ანგარიში მე-12 წუთზე მაიკლ ოლისემ გახსნა, ტაიმის ბოლოს, მე-40 წუთზე, ჟან-ფილიპ მატეტამ სხვაობა ორამდე გაზარდა, პირველი ტაიმი 2-0 დასრულდა.
მასპინძლებმა გოლების გატანა მატჩის მეორე ნახევარშიც გააგრძელეს.
58-ე წუთზე ტაირიკ მიჩელმა გამოიჩინა თავი, აქედან 8 წუთში კი მაიკლ ოლისემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (4-0).
კრისტალ პალასი ამ გამარჯვების შემდეგ 43 ქულით მე-14 ადგილზეა, ერიკ ტენ ჰაგის გუნდს კი ჩელსის მსგავსად 54 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის შემდეგ წითელ ეშმაკებს გოლების უარყოფითი ბალანსი (52:55) აქვთ.
კომენტარები
2 საათის წინ
2 საათის წინ
2 საათის წინ
2 საათის წინ