სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, კრისტოფ დიუგარიმ აღნიშნა, რომ ზინედინ ზიდანი სამუშაოდ საუდის არაბეთში არ წავა.
„მან თავისი თავი საფრანგეთის ნაკრებს შესთავაზა და თქვა, რომ იქ მუშაობას ისურვებდა და თავის შანსს ელოდება, ეს საიდუმლო აღარ არის. მე ვინ ვარ, რომ განვიხილო, საუდის არაბეთში უნდა ზიდანს წასვლა თუ კიდევ სადმე? მან თავისი თავი საფრანგეთს შესთავაზა, მაგრამ უკვე ბევრი წელია მისთვის კარი დაკეტილია და უმეორებენ: "ეს შეუძლებელია."
ის დაუყონებლივ უარს ამბობს იმაზე, რაც მას არ უხდება. ამის უფლება ხომ აქვს? ის კერპია, რატომ არ შეუძლია რაღაც შემოთავაზებებზე უარის თქმა? ის კეთებს იმას, რაც უნდა და როცა უნდა.
საუდის არაბეთში ის არასდროს არ წავა. რომ ნდომოდა, უკვე დიდი ხანია იქ იქნებოდა. არ მესმის, როცა ამბობენ, რომ მათ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუვა. მან საკუთარი თავი საფრანგეთის ნაკრებს შესთავაზა და "არა" მიიღო. ამის შემდეგ, მას შეუძლია აკეთოს ის, თავად რაც უნდა.
ხალხისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. ზიზუ თავისუფალი ადამიანია, მას არავისთვის არ აქვს თავი მოსაწონებელი. არ არის საკმარისი ის სიხარული, რაც მან ხალხს მიანიჭა?" - აღნიშნა დიუგარიმ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები