Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტონი კროოსმა მადრიდის რეალთან ახალ კონტრაქტსა და გერმანიის ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა:
"არ ვიცი, რა მოხდება. ვფიქრობ, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მიხარია, რომ ხალხს ჩემი დარჩენა უნდა."
"გერმანიის ნაკრებში დაბრუნებაზეც მალე მივიღებ გადაწყვეტილებას, ჯერ არ ვიცი."
"გადაწყვეტილებას სწორ დროს მივიღებ, მაგრამ ჩემი გეგმა ყოველთვის იყო, რომ კარიერა უმაღლეს დონეზე დამესრულებინა."
"დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ ბაიერნში არ დავბრუნდები, ეს არ მოხდება."
"ყოველთვის მიხარია, როცა რომელიმე მწვრთნელს ჩემი დამატება უნდა, მაგრამ ეს არ მოხდება." - უთხრა გერმანელმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსს რეალთან კონტრაქტი ეწურება და გადაწყვეტილი არაა ჯერ დარჩება ის სამეფო კლუბში თუ საერთოდაც კარიერას დაასრულებს. ასევე ბევრი იწერება ევროპის ჩემპიონატისთვის ნახევარმცველის ნაკრებში დაბრუნებაზე.
კომენტარები
1 დღის წინ
8 საათის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ