Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიურმა პრესამ ხვიჩა კვარაცხელიას ბარსელონასთან მატჩისთვის საშუალო შეფასება დაუწერა.
Corriere dello Sport - (5 ქულა): „თამაში თავიდანვე არ წაუვიდა, ზედიზედ სამჯერ ბურთი დაკარგა, კუნდემ ის ყველგან შეჭამა, ზოგჯერ იამალის დახმარებითაც. კვარაცხელიამ ვერც პირველ ტაიმში აჩვენა დიდი ვერაფერი და ვერც მეორეში. მისი შეცვლა ხმაურიანი გამოვიდა, მაგრამ ყოველთვის იმედს ვერ დაეყრდნობი."
La Gazzetta dello Sport (4.5 ქულა): „თავჩაღუნული იყო, მაგრამ არა იმისთვის, რომ ფეხბურთელები მოეტყუებინა და გოლი გაეტანა: ტემპი ვერ შემოგვთავაზა. ცუდი მატჩი გამოუვიდა.
Tuttosport (5.5 ქულა): „კუნდესთან კარგი ორთაბრძოლები ჰქონდა, რომელშიც მეტწილად გამარჯვებული ბლაუგრანას მცველი გამოდიოდა."
AreaNapoli (6 ქულა): „კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ ასეთ კრიტიკას არ იმსახურებს, იმიტომ რომ არ არის მარტივი იყო ფენომენი ისეთ თამაშში, რომელიც შენს სტილს საერთოდ არ უხდება. კარგი იდეები ჰქონდა, თუმცა თითქოს მისი კავშირი ოსიმენთან აღსადგენია. საბოლოოდ, კალცონამ ის შეცვალა და გააბრაზა კიდეც."
კომენტარები
4 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ