Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, ქართველის მიმართ ტოპ კლუბების ინტერესზე ისაუბრა:
"ბარსელონა და პსჟ? რა თქმა უნდა, ტოპ კლუბებიდან შემოთავაზებები არის. შეხედეთ მას, როგორ შეიძლება შემოთავაზება არ იყოს? მაისში მეტი რამ გაირკვევა." - უთხრა ჯუღელმა რუსულ Championat-ს.
უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობებით, ბარსელონას შეტევის გაძლიერება სურს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ქართველს განიხილავს, პსჟ კი კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს და კვარაცხელია აქაც განიხილება.
Transfermarkt ნაპოლის შემტევს ამ ეტაპზე 80 მილიონ ევროდ აფასებს. კვარაცხელიამ ამ სეზონში 33 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კომენტარები
13 საათის წინ
41 წუთის წინ
13 საათის წინ
10 საათის წინ