სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-10 ტურის მატჩში ნაპოლი სან სიროზე მილანს ესტუმრა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ნაპოლის მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-5 წუთზე ფრანკ ზამბო-ანგისას პასის შემდეგ რომელუ ლუკაკუმ მილანელთა მცველ პავლოვიჩს ფიზიკური დუელი მოუგო და მაიკ მენიოს კარი აიღო.
ნაპოლიმ პირველი ტაიმის ბოლოს უპირატესობის გაზრდა მოახერხა. ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შემოიწია და საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში დაარტყა, ფრანგმა მეკარემ ქართველის დარტყმული ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა და ანგარიში 0-2 გახდა.
კვარამ მე-7 დაპირისპირებაში მოახერხა მილანის კარში პირველი გოლის გატანა.
ანტონიო კონტემ 77-ე წუთზე გოლების ავტორები, რომელუ ლუკაკუ და ხვიჩა კვარაცხელია ერთად შეცვალა, ნაპოლიმ კი ორბურთიანი უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და სან სიროზე 3 ქულა მოიპოვა.
ქართველმა ფეხბურთელმა სტატისტიკური ვებ-გვერდის Sofascore-ის მიხედვით 7.4 შეფასება დაიმსახურა, ოფიციალური ვერსიით კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
#MilanNapoli ➡️ Panini player of the match ➡️ Kvaravaggio 🖌️🎨 pic.twitter.com/Z1wBmdZw6d
— Lega Serie A (@SerieA) October 29, 2024
პარტენოპეი სერია ა-ში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ 25 ქულით ერთპიროვნულად პირველ ადგილზეა და მდევარ ინტერს 7 ქულით უსწრებს, რომელიც თავის შეხვედრას მე-10 ტურში საბა გოგლიჩიძის ემპოლის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ხვიჩას ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები