მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული RMC Sport-ის ჟურნალისტი, ფაბრის ჰოუკინსი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველის პსჟ-ში გადასვლა დროის ამბავია. დღეს ნაპოლისა და პარი სენ-ჟერმენის წარმომადგენელთა შორის მოლაპარაკებები გაიმართა და საქმე წინ წავიდა.
ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონ ევროს + ბონუსები იქნება, კვარაცხელია კი კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს.
შესათანხმებელი საბოლოო დეტალები დარჩა, რაც გადახდის პირობებს ეხება. თუ ნაპოლი დაეთანხმება პსჟ-ს მხრიდან თანხის გადარიცხვის განაწილებას, ეს პარიზულ კლუბს სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობის საშუალებას კვლავ მისცემს.
კლუბებს შორის პოზიტიურ საუბარს იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები