ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
15 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს ნაპოლი დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე რომას მიიღებს. ეს დაპირისპირება დერბი დელ სოლეს სახელითაა ცნობილი.
სერია ა-ს ბოლო ტურებში ნაპოლისთვის ერთადერთი საზრუნავი ისაა, რომ როგორმე გუნდი ევროზონაში მოხვდეს. წინა სეზონის ჩემპიონები ახლა 49 ქულით მე-8 ადგილზე არიან და მეშვიდეადგილოსან ატალანტას 5 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ბერგამოელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
იქიდან გამომდინარე, რომ იტალიამ ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 გუნდის გაყვანის უფლებაც მოიპოვა, რომა შედარებით მშვიდადაა. დე როსის გუნდი 58 ქულით მე-5 პოზიციაზეა და მდევარ ლაციოს 3 ქულით უსწრებს. ასე რომ დედაქალაქელების საზრუნავი ხუთეულში ადგილის შენარჩუნებაა.
ორივე მხარეს გამორჩეული ვარსკვლავები არიან. მასპინძელთა მხრიდან გამოსარჩევი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან.
ქართველის ანგარიშზე სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, ნიგერიელის კი - 13 გოლი და 3 ასისტი.
რაც შეეხებათ რომაელებს, მათი შემტევი ძალა დიდწილად პაულო დიბალაზე იქნება დამოკიდებული, არგენტინელის აქტივში 12 გოლთან ერთად 9 საგოლე პასია.
რომას დიდი ალბათობით რომელუ ლუკაკუ დააკლდება, ასე რომ დიბალას როლი ნაპოლისთან კიდევ უფრო გაიზრდება.
სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (4-3-3) - მერეტი; დი ლორენცო, ოსტიგორი, ჟესუსი, ნათანი; ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი; პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
რომა (4-3-3) - სვილარი; კარსდორპი, მანჩინი, ჰუისენი, ანხელინო; ბოვე, კრისტანტე, პელეგრინი; დიბალა, აბრაჰამი, ელ შაარავი.
მატჩის მთავარი არბიტრი სიმონე სოძა იქნება, რომელმაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში მოთამაშეებს ჯამში 38 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 6 პენალტი დანიშნა.
დაპირისპირება სტარტს 20:00-ზე აიღებს.
კომენტარები
2 საათის წინ
1 საათის წინ
1 საათის წინ
5 საათის წინ