მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვებას და ევრო 2024-ს ჯგუფიდან გასვლას ქართველების ისტორიაში საუკეთესო დღე უწოდა.
„ეს იყო ქართველების ისტორიაში საუკეთესო დღე. ისტორია დავწერეთ, არავის არ სჯეროდა, რომ პორტუგალიას მოვუგებდით, მაგრამ სწორედ ამიტომ ვართ ძლიერი გუნდი. ჩვენ რეთმანეთს მხარს ვუჭერდით და ვეუბნებოდით, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია.
საკუთარი ქვეყნის მაისურის ტარება საამაყოა. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეც არის. დავამტკიცეთ, რომ წარმატების მიღწევა მაშინაც კი შეგვიძლია, თუ ალბათობა მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
უკვე მაქვს ნათქვამი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მერვედფინალში ვის შევხვდებით, იმიტომ რომ ნებისმიერ ვარიანტში უნდა გავიმარჯვოთ. დავამტკიცეთ, რომ ერთად ბევრის მიღწევა შეგვიძლია. ერთიანობა გვაძლიერებს. გულშემატკივრებს სიხარული ვაჩუქეთ და დავამტკიცეთ, რომ ერთად ძალიან ძლიერები ვართ.
ნაპოლისთან ერთად მოგებული სკუდეტო დაუვიწყარი იყო, მაგრამ დღეს მე უფრო ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ შენი ქვეყნისთვის თამაში სულ სხვა სიამაყეს გგვრის.
ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა. იმ ტიტულის მოგება ოცნება იყო, მაგრამ ესეც ცალკე ახდენილი ოცნებაა. ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია." - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
2 საათის წინ
5 საათის წინ
19 წუთის წინ
10 წუთის წინ